Monday, May 18, 2015

დღე მერვე

დღეს ვისწავლეთ სხვადასხვა Online რესურსების გამოყენება,არჩევანის საშუალება ნამდვილად გვაქვს,უამრავი საინტერესო საიტია.კიდევ ერთხელ შევაჯამეთ დავალებების ნუსხა.დღეს ჩვენი ტრენერი საკმაოდ მკაცრი მეჩვენა,ნუთუ მართლა ასეთია,თუ თავს გვაჩვენებს,რომ ყველამ სრულფასოვნად შეასრულოს მოცემული დავალებები?მგონი უფრო მეორე)))

Thursday, May 14, 2015

დღე მეშვიდე

დღეს ვისწავლეთ ინფორმაციის გადმოტანა driveდან blogში,სხვა რამის სწავლა ვეღარ მოვასწარით,ვინაიდან მონაწილეთაგან უმრავლესობა გახლდათ ჩვენი სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე კულტურის სახლში და ამის გამო დააგვიანდათ და ტრენინგიც შესაბამისად გვიან დაიწყო,თუმცა ჩვენ უსაქმოდ არ ვყოფილვართ,ჩვენმა ტრენერმა საინტერესო საიტი გვასწავლა,რომლის დახმარებითაც შევძლებ ეფექტურად ვიმუშავო განსაკუთრებით დაწყებით კლასებში,და ასევე გვასწავლა Publisherში სახალისო დავალებების აწყობა,რომელიც ასევე წარმატებული იქნება  დაბალ კლასებში.

Tuesday, May 12, 2015

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა youtobeდან,განვიხილეთ googleის აპლიკაციები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახაბ,დღე იყო სახალისო და საინტერესო.

Thursday, May 7, 2015

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე აღმოჩენებით იყო სავსე,ვისწავლეთ driveში მუშაობა,დავალება ბევრია,თუმცა საინტერესო.